რეინჯერსთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ“ "რეინჯერსი“ 3:0 გაანადგურა.
სამივე გოლი ნეაპოლურმა გუნდმა მეორე ნახევარში გაიტანა. 68-ზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა 85-ზე რასპადორიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 90+1-ზე კი ნდომბელემ წერტილი დასვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველი პენალტი მოიპოვა - ბურთი "რეინჯერსის“ მცველს ხელში სწორედ ქართველის დარტყმის შემდეგ მოხვდა.
სტატისტიკური ცენტრის OPTA-ს მონაცემნებით კვარაცხელიამ "რეინჯერსის" კარის მიმართულებით 8-ჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.
ხვიჩა გამორჩეული იყო ორთაბრძოლების მხრივაც, 16 დაპირისპირებიდან 10-ჯერ ქართველმა მეტოქე დაჯაბნა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი