ავტორიზაცია

"ის ძლიერია, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა ისწავლოს"- სპალეტი კვარაცხელიაზე

"ის ძლიერია, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა ისწავლოს"- სპალეტი კვარაცხელიაზე
თარიღი 15 სექ 2022, 02:31

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ“ "რეინჯერსი“ 3:0 გაანადგურა.

სამივე გოლი ნეაპოლურმა გუნდმა მეორე ნახევარში გაიტანა. 68-ზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა 85-ზე რასპადორიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 90+1-ზე კი ნდომბელემ წერტილი დასვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველი პენალტი მოიპოვა - ბურთი "რეინჯერსის“ მცველს ხელში სწორედ ქართველის დარტყმის შემდეგ მოხვდა. 

მატჩის შემდეგ ნეაპოლური გუნდის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ის ძლიერია, ძალიან ძლიერი. მაგრამ როდესაც კარის წინ ხვდები, საუკეთესო გამოსავალი უნდა მონახო, კარში დაარტყა ან ბურთი უახლოეს თანაგუნდელს გადააწოდო.

გარდა ამისა, კვარაცხელიამ დაცვითი ფუნქციები უნდა შეასრულოს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ზამბო ანგისამ. ხედავთ პოლიტანოსაც, ვინც განსაკუთრებული სამუშაო გასწია ",- თქვა სპალეტიმ.