ავტორიზაცია

მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე - მბაპემ პარი სენ ჟერმენის რეკორდი გაიმეორა

მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე - მბაპემ პარი სენ ჟერმენის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 15 სექ 2022, 11:28

"პარი სენ ჟერმენის" ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მპაპემ "მაკაბი ჰაიფასთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში გატანილი გოლით პარიზული გუნდის რეკორდი გაიმეორა.

ფრანგს ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ ერმენის" რიგებში 30 გოლი დაუგროვდა და ამ მხრივ საუკეთესო შედეგის მქონე ედინსონ კავანის გაუთანაბრდა.

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გატანილი გოლებით მესამე ადგილს ზლატან იბრჰიმოვიჩი და ნეიმარი 20 გოლით ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ მპაპემ მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრა ჩაატარა და 10 გატანილი გოლით გამოირჩა.