ავტორიზაცია

100 მოგებულ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე - ანჩელოტის რეკორდამდე ცოტა აშორებს

100 მოგებულ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე - ანჩელოტის რეკორდამდე ცოტა აშორებს
თარიღი 15 სექ 2022, 11:46

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის "რეალმა“ შინ გერმანული "ლაიპციგი“ დაამარცხა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული შეხვედრა მადრიდულმა გუნდმა 2:0 ფედე ვალვერდეს (80’) და მარკო ასენსიოს (91’) გოლებით იმარჯვა.

ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

იტალიელი სპეციალისტის წინ მხოლოდ მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდალური მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია, მის ანგარიშზე 102 გამარჯვება გახლავთ. 

ამრიგად ანჩელოტის ერთპიროვნულ რეკორდამდე მხოლოდ სამი შეხვედრა აშორებს, რაც უკვე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში იქნება შესაძლებელი.