ავტორიზაცია

ლეო მესის ახალი რეკორდი - არგენტინელმა რონალდუს გადაუსწრო

ლეო მესის ახალი რეკორდი - არგენტინელმა რონალდუს გადაუსწრო
თარიღი 15 სექ 2022, 12:01

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "პსჟ-მ“ სტუმრად "მაკაბი ჰაიფა“ დაამარცხა.

შეხვედრა ჰაიფაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

"პსჟ-ს“ რიგებში გოლები მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა გაიტანეს, ანგარიში კი 24-ე წუთზე მასპინძლებმა, ჩერის გოლით გახსნეს. 

"მაკაბი ჰაიფას" კარში გატანილი გოლი არგენტინელისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ებრაული კლუბი 39-ე  რომელსაც მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა.

გარდა ამისა, მესიმ რეკორდი დაამყარა 39 გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანით. ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 38 კლუბს გაუტანა.