ავტორიზაცია

ცნობილია მიზეზი, რის გამოც იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრის არ ათავისუფლებს

ცნობილია მიზეზი, რის გამოც იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრის არ ათავისუფლებს
თარიღი 15 სექ 2022, 22:10

ბოლო შვიდ მატჩში ერთადერთი მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსიდან“ გაშვება ჯერ არ იგეგმება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 55 წლის მწვრთნელის სამსახურიდან გათავისუფლება ტურინულ გუნდს ძალიან ძვირი დაუჯდება.

იტალიელის წლიური ხელფასი 9 მილიონი ევროა და კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, რის გამოც ალეგრისთვის გაშვებისთვის სოლიდური თანხა იქნება გადასახდელი.

თუმცა, „იუვეს“ ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები შესაძლოა მაინც შეიტანოს და ალეგრის დამხმარეები გაათავისუფლოს.

პირველ რიგში, საუბარია მწვრთნელებზე, რომლებიც ფეხბურთელთა ფიზმომზადებაზე არიან პასუხისმგებელნი. „ბიანკონერის“ ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი სეზონის სტარტს ტრავმების გამო ტოვებს.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ორი სასტარტო მატჩი დათმო, სერია ა-ში კი 2 მოგებით და 4 ფრით მე-9 ადგილს იკავებს.