ავტორიზაცია

"ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა", - ჰოლანდის ორიგინალური პასუხი კრიტიკოსებს

"ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა", - ჰოლანდის ორიგინალური პასუხი კრიტიკოსებს
თარიღი 15 სექ 2022, 22:13

ერლინგ ჰოლანდმა კრიტიკოსებს ორიგინალურად უპასუხა.

„დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ ნორვეგიელი ფორვარდი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ის თამაშში მინიმალურად არის ჩართული და ბურთს იშვიათად ეხება. მიუხედავად ამისა, თავის ყოფილ გუნდს მან გამარჯვების გოლი გაუტანა.

„ხალხი ხან იმას ამბობს, რომ არასაკმარისად ხშირად ვეხები ბურთს, ხან კიდე სხვა რამეს, მაგრამ ეს საერთოდ არ მაღელვებს. 

ვიცი, რისი გაკეთებისთვის ვარ მზად და რას გავაკეთებ. მაგალითად, სწორედ იმას, რაც დღეს გავაკეთე და კვლავ გავაგრძელებ.

ჩემი ოცნებაა - ბურთს ხუთჯერ შევეხო და ხუთი გოლი გავიტანო. ყველაზე მეტად ამაზე ვოცნებობ.“ - აღნიშნა ჰოლანდმა.