ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუმ დაიწყო - მანჩესტერმა ევროპა ლიგაზე სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა

თარიღი 15 სექ 2022, 22:43

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მანკუნიანელთა მეტოქე მოლდოვური „შერიფი“ იყო, რომელიც „მანჩესტერმა“ 2:0 დაამარცხა.

მე-17 წუთზე ანგარიში ერიქსენის პასით ჯეიდონ სანჩომ გახსნა, 39-ზე კი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ზუსტად შეასრულა და სეზონის პირველი გოლიც გაიტანა.

ამრიგად, „იუნაიტედმა“ 3 ქულა დააგროვა და E ჯგუფში „სოსიდადის“ (6) შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს.