ავტორიზაცია

"ძალიან სჭირდებოდა და გვინდოდა მისთვის გოლის ჩუქება", - ტენ ჰაგი რონალდუზე

"ძალიან სჭირდებოდა და გვინდოდა მისთვის გოლის ჩუქება", - ტენ ჰაგი რონალდუზე
თარიღი 16 სექ 2022, 00:22

„მან იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „შერიფთან“ გამარჯვება შეაფასა (2:0).

ინგლისურმა გუნდმა ევროპა ლიგის მე-2 ტურში მოლდოვურ გუნდს სტუმრად მოუგო და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ სეზონის პირველი გოლი გაიტანა.

„სანჩოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ ერთ გოლი, მან წინასასეზონო მომზადების დროსაც ბევრი გაიტანა და ამ სეზონშიც, მგონი უკვე სამი გოლი აქვს. ის ძალიან კარგად მოქმედებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესიც შეუძლია გახდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვისება აქვს.

რონალდუს ეს გოლი ძალიან სჭირდებოდა. ამ სეზონში ბევრჯერ ის ამასთან ახლოს იყო და გოლის გატანა ძალიან უნდოდა. მის გამო ბედნიერები ვართ, გუნდს სურდა მისთვის გოლის ჩუქება. ყოველთვის იცი, რომ კრიშტიანუ პენალტს არ გააფუჭებს.

რთულად დავიწყეთ, მეტოქე სწორხაზოვნად მოქმედებდა და პირველივე წუთებზე ბევრი ორთაბრძოლა მოიგო. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკეთ ავთამაშდით, ჩვენს თამაშს სიღრმე შეეძინა და საუცხოო გოლიც გავიტანეთ.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.