VIDEO: ნაკრებში კარგ ფორმაში ჩამოდის: ჩაკვეტაძის მომენტები გუშინდელი მატჩიდან
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "სლოვან ბრატისლავა" ერევნის "პიუნიკს" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო სლოვაკური გუნდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე.
მიუხედავად მარცხისა, ჩაკვეტაძე თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო და საგოლე მომენტებიც ჰქონდა.
როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზას კარგ ფორმაში ხვდება.