ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუმ გულშემატკივარს ფოტოს გადაღებაზე უარი უთხრა

თარიღი 16 სექ 2022, 14:21

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მანკუნიანელთა მეტოქე მოლდოვური „შერიფი“ იყო, რომელიც „მანჩესტერმა“ 2:0 დაამარცხა.

მე-17 წუთზე ანგარიში ერიქსენის პასით ჯეიდონ სანჩომ გახსნა, 39-ზე კი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ზუსტად შეასრულა და სეზონის პირველი გოლიც გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ “იუნაიტედის” ფეხბურთელები გვირაბისკენ გაეშურნენ, მოლდოველმა მედიკოსი რონალდუსთან  ფოტოს გადასაღებად მივიდა, თუმცა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ყურადღება არ მიაქცია.