ავტორიზაცია

"იცეკვე, ვინი!", - ესპანეთში ვინისიუსი ცეკვების გამო მაიმუნს შეადარეს, რამაც ბრაზილიელების განცვიფრება გამოიწვია, მათ შორის - ნეიმარისაც

"იცეკვე, ვინი!", - ესპანეთში ვინისიუსი ცეკვების გამო მაიმუნს შეადარეს, რამაც ბრაზილიელების განცვიფრება გამოიწვია, მათ შორის - ნეიმარისაც
თარიღი 16 სექ 2022, 22:27

ესპანეთის აგენტების ასოციაციის პრეზიდენტმა ვინისიუს ჯუნიორი მაიმუნს შეადარა - მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბრაზილიელი, გოლის გატანის შემდეგ, ცეკვავს.

„რეალი“ წარმატებულ სვლას აგრძელებს - ანჩელოტის გუნდმა სეზონის 8-ვე მატჩი მოიგო. რამდენიმე დღის წინ, გუნდს სერიოზული გამოცდა ელის - დერბი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, რომელშიც დიდი ალბათობით, მონაწილეობას ვერ მიიღებს ტრავმირებული კარიმ ბენზემა.

ფრანგის არყოფნაში, სრულ ყურადღებას ვინისიუსი იპყრობს, რომლის მიმართულებითაც მეტოქეებს ბოლო დროს აშკარად ზედმეტი მოსდით. 

თუმცა, ამჯერად, ის შეტევის მსხვერპლი მოედნის ფარგლებს გარეთ გახდა - ესპანეთის საფეხბურთო აგენტების ასოციაციის პრეზიდენტმა, პედრო ბრავომ, El Chiringuito-სთან ფეხბურთელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვინი ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ცეკვავს: „თუ სამბას ცეკვა გინდა, საცეკვაო დარბაზშო მიდიხარ, მოედანზე კი კოლეგებს პატივი უნდა სცე და მაიმუნობას შეეშვა.“

ბევრმა, პედროს ეს სიტყვები რასისტულად მიიჩნია. რამდენიმე საათში, ბრავომ სიტუაციის შერბილება სცადა, მაგრამ მისი კომენტარი უკვე კარგად იყო ქსელში მოდებული.

„მინდა განვმარტო, რომ სიტყვა „მაიმუნობა“ მხოლოდ ვინისიუსის გატანილი გოლების შემდგომ ცეკვის კონტექსტში ვიხმარე. მხოლოდ მეტაფორული მნიშვნელობა - სისულელეების კეთება ვიგულისხმე. ვინმეს წყენინება მიზნად არ მქონია და ბოდიშს ვიხდი.“ - წერს ბრავო.

თუმცა, ეს ვინისიუსის წინააღმდეგ პირველი მსგავსი შეტევა არ არის - „მალიორკას“ მწვრთნელი ბრაზილიელის დამტვრევას ითხოვდა

ყველაფერი ლა ლიგის მე-5 ტურში დაიწყო. ჟურნალისტი ალბერტო ერნანდესი წერს, რომ ბრაზილიელი მეტოქეებს მუდამ აღიზიანებდა და უაზრო შეკითხვებით მათ ემოციებზე თამაშობდა. გასახდელში მას საქციელი სულაც არ მოუწონეს და თანაგუნდელებმაც კი სთხოვეს შეჩერებისკენ.

ვინისიუსმა პარტნიორებს მოუსმინა და გაჩერდი, მაგრამ „მალიორკას“ მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ, თავის შეგირდებს შურისძიება სცადა.

Marca წერს, რომ კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეუბნება მწვრთნელი ფეხბურთელს: „დალეწეთ“ - ამ სიტყვების შემდეგ, ვინისიუსმაც კი მიირბინა სკამთან, რათა აგირესთან საქმე გაერჩია. თუმცა, ტონი კროოსმა მისი შეჩერება მოახერხა და საქმე ჩაწყნარდა. მოგვიანებით კამერებმა დაიჭირეს მომენტი, როცა მცველი ჟაუმე კოსტა ვინის ეუბნებოდა, რომ სხვაგვარად მისი შეჩერება შეუძლებელია.

AS წერს, რომ ბევრ თანაგუნდელს ვინისიუსის გოლის შემდგომი ცეკვები მართლაც არ მოსწონს. ბრაზილიელმა კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ვინმეს წყენინება არ სურს. მისი მიზანია - „რეალის“ გამარჯვებების და ქომაგების გახარება. მადრიდელებს სჯერათ, მაგრამ ღელავენ, რომ ასეთმა ქცევამ შესაძლოა მეტოქეების უხეშობას სისტემური ხასიათი მისცეს.

მაგალითად, როცა „ატლეტიკოს“ კაპიტანს, კოკეს ჰკითხეს, რა მოხდება, თუ ვინისიუსი დერბიში გოლის გატანის შემთხვევაში, მას ცეკვით აღნიშნავს, ესპანელმა უპასუხა, რომ მას პრობლემები ნამდვილად შეექმნება.

ბრაზილიელებმა ვინისიუსს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს:

პირველმა ბრავოს სიტყვებზე რეაგირება ნეიმარმა მოახდინა: „მოტყუე, იცეკვე, იყავი ის ვინც ხარ. მიხარია, რომ ასეთი ხარ. მხოლოდ წინ იყურე, ჩემო ბიჭო, შემდეგი გოლის შემდეგ კი ერთად ვიცეკვოთ. იცეკვე, ვინი!“, - წერს „პსჟ-ს“ ვარსკვლავი.

არ ჩამორჩნენ ბრაზილიელთა თანამედროვე კერპს არც სხვა თანამემამულეები:

რიჩარლისონმა და „ლევერკუზენის“ პაულინიომ სოც ქსელში უბრალოდ მოცეკვავე ვინის ფოტო გამოაქვეყნეს.

„ვესტ ჰემის“ ახალწვეულმა ლუკას პაკეტამ თანამემამულეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გაფრთხილებთ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. იცეკვე და იცეკვე.“

„ბარსას“ რაფინიაც არ ჩამორჩა: „მინდა, ცეკვა დავინახო. მინდა, სიხარული დავინახო.“ 

ვინისიუსმა ყველას მოცეკვავე თანაგუნდელებთან ერთად გადაღებული სურათით უპასუხა: „მუდამ!“