ავტორიზაცია

"იდეალური ბალანსი მიღწეული არ არის", - პსჟ-ს დირექტორი ტრანსფერებით კმაყოფილი არ დარჩა

"იდეალური ბალანსი მიღწეული არ არის", - პსჟ-ს დირექტორი ტრანსფერებით კმაყოფილი არ დარჩა
თარიღი 16 სექ 2022, 22:43

„პსჟ-ს“ დირექტორი, ლუიშ კამპუში, გუნდის მიერ ჩატარებული სატრანსფერო ფანჯრით უკმაყოფილო დარჩა.

„სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს იდეალური ბალანსის გარეშე შევხვდით. ეჭვგარეშეა, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. თუმცა, იდეალურობას ვერ მივაღწიეთ, რაც, სიმართლე რომ ვთქვათ, რთულია. ვმუშაობთ, რომ მას რაც შეიძლება მივუახლოვდეთ.

როცა სამი ცენტრალური მცველით დავიწყეთ თამაში, ამან რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. სახელების ჩამოთვლას არ ვაპირებ, მაგრამ მილან შკრინიარზე მოლაპარაკებებს ტყუილად არ ვაწარმოებდით. თუ პაზლის რაღაც ნაწილი გვაკლია, ამოცანა შესრულებული არ არის.

როცა კლუბში მოვედი, 54 ფეხბურთელი გვყავდა. გალტიესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ შემადგენლობაში 21-22 ფეხბურთელი დაგვეტოვებინა.

54 ფეხბურთელთან ერთად „პსჟ-სთვის“ ფინანსური ფეირ-პლეის შენარჩუნება რთული იქნებოდა, რის გამოც კომპლექსური ზომები მივიღეთ.“ - აღნიშნა კამპუშმა.

გასულ ზაფხულს „პსჟ-მ" ვიტინია, რენატო სანჩესი, ფაბიან რუისი და კარლოს სოლერი დაიმატა.