ავტორიზაცია

"ასეთის დავიწყება შეუძლებელია", - ლევანდოვსკიმ მიუნხენში დაბრუნებასა და ქომაგების დახვედრაზე ისაუბრა

"ასეთის დავიწყება შეუძლებელია", - ლევანდოვსკიმ მიუნხენში დაბრუნებასა და ქომაგების დახვედრაზე ისაუბრა
თარიღი 16 სექ 2022, 23:23

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ ფეხბურთელის რანგში „ალიანც არენაზე“ დაბრუნება შეაფასა.

„ბაიერნმა“ შინ 2:0 იმარჯვა, ლევანდოვსკიმ კი ამ შეხვედრაში საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც გაანიავა.

ამ შეხვედრაში, შეწყდა პოლონელის 5-მატჩიანი გოლების სერია.

„მიუნხენის გულშემატკივართა დიდი მადლიერი ვარ იმისთვის, როგორც დამხვდნენ, ეს ძალიან პატივსაცემი, სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

მიუნხენში რვა წელი გავატარე და არა 2-3. ასეთის დავიწყება ან დაიგნორება შეუძლებელია.“ - აღნიშნა პოლონელმა.