ავტორიზაცია

VIDEO: მაკაბისთან მატჩში ლეო მესის ტრიბუნებიდან ბოთლი ესროლეს

თარიღი 17 სექ 2022, 00:25

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ისრაელური „მაკაბი“ ფრანგულ „პსჟ-ს“ დაუპირისპირდა, ჰაიფას გუნდის გულშემატკივარმა ლეო მესის, რომელიც კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, ბოთლი ესროლა.

საბედნიეროდ, არგენტინელი ამ საშინელი საქციელისგან არ დაშავებულა, მესიმ ის ფეხით გვერდით გასწია და თამაში გააგრძელა.