ჯანაშია სვანაძის განცხადებაზე: "გაგიჟდა თუ რა ხდება, სპორტი და პოლიტიკა რა შუაშია?"
საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარს გამოეხმაურა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის განცხადებით, შექმნილოი ვითარებიდან გამომდინარე არცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა ითამაშოს.
"გაგიჟდა თუ რა ხდება? სპორტი და პოლიტიკა რა შუაშია? პოლიტიკა და სპორტი ერთად ვერ იქნება, წინააღმდეგი ვარ სვანიძის განცხადების. რამაზს ვიცნობ, არ ვიცი ეს რატომ თქვა, საოცარია.
ქართველი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობდნენ რუსები კი საქართველოში, მაგრამ ეს პრობლემა არასდროს გამხდარა ",- თქვა ჯანაშიამ.