ავტორიზაცია

რეალურად რატომ ცვლიან კვარაცხელიას ყველა მატჩში ნაადრევად?

რეალურად რატომ ცვლიან კვარაცხელიას ყველა მატჩში ნაადრევად?
თარიღი 17 სექ 2022, 17:02

ქართველი გულშემატკივარი "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელია თითქმის ყველა მატჩში ნაადრევად, მე-60 ან 65-ე წუთზე ცვლის.

ბევრის აზრით, სპალეტი კვარაცხელიას ასვენებს ხოლმე, რათა მჭიდრო გრაფიკია და მომდევნო მატჩებშიც სრულ მზადყოფნაში იყოს.

ამასთან დაკავშირებით გადაცემაში "ტაიმაუტი" კომენტარი ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა ისაუბრა.

"სპალეტი კვარაცხელიას მე-60 წუთზე ცვლის ხოლმე, რაც გასაგებია. მედიცინა იმ დონემდეა მისული, რომ ყველაფერი გამოკვლეული აქვთ.

კვარაცხელიას ასე ნაადრევად შეცვლის მიზეზიც ისაა, რომ ფეხბურთელი, ასე ვთქვათ, არ გადაიწვას", - განაცხადა ჯამარაულმა.