ავტორიზაცია

VIDEO: დებიუტიც ამას ჰქვია - დავითაშვილმა 87-ე წუთზე გაიტანა და ბორდოს მოაგებინა!

თარიღი 17 სექ 2022, 19:01

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში "ბორდო" შინ "დიჟონს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "ბორდოს" ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი.

დავითაშვილი მოედანზე ერთ-ერთ საუკეთესო იყო და სადებიუტო მატჩში გმირადაც იქცა.

"ბორდომ" მატჩი სწორედ ქართველის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.