ავტორიზაცია

VIDEO: სეზონში პირველი მარცხი, აუგსბურგმა რეკორდმაისტერი დაამარცხა

თარიღი 17 სექ 2022, 19:48

გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში "ბაიერნი" სტუმრად "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

შეხვედრა მასპინძლების მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე მერგიმ ბერიშამ გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ "ბაიერნი" გააქტიურდა და არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ "აუგსბურგის" პოლონელმა მეკარემ რაფაელ გიკიევიჩმა არაერთი რთული ბურთის მოგერიება შეძლო.

ამრიგად, იულიან ნაგელსმანის გუნდმა მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა. მიუნჰენური გრანდი ბუნდესლიგის მორიგი ტურის შეხვედრას 30 სექტემბერს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გამართავს.