ავტორიზაცია

VIDEO: დორტმუნდმა რურის დერბი 17 წლის ფეხბურთელის ერთადერთი გოლით მოიგო

თარიღი 17 სექ 2022, 20:24

ბუნდესლიგი მე-7 ტურში „დორტმუნდმა“ რურის დერბიში „შალკეს“ უმასპინძლა.

შეხვედრა სტადიონ „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მატჩს 79-ე წუთზე 17 წლის იუსუფა მუკოკომ გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი და პრინციპული გამარჯვება მოუტანა.

ამრიგად, „დორტმუნდმა“ 15 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილს ჩაუდგა სათავეში, „შალკე“ კი 6 ქულით მე-14 პოზიციაზეა.