ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "თუ კის ვიტყვი, იტყვიან რომ ლევანდოვსკი მაკლია, თუ არას - რომ პრობლემას გავურბივარ"

ნაგელსმანი: "თუ კის ვიტყვი, იტყვიან რომ ლევანდოვსკი მაკლია, თუ არას - რომ პრობლემას გავურბივარ"
თარიღი 17 სექ 2022, 21:50

იულიან ნაგელსმანმა „აუგსუბრგთან“ „ბაიერნის“ წაგება (0:1) შეაფასა.

„არ ვაპირებ დღეს რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფას. ცუდი ის არის, რომ ტენდენცია გრძელდება და ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ვაპირებ დავფიქრდე, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ წავა საქმეები. დროა, ყველაფერზე ვიფიქრო: სიტუაციაზეც, საკუთარ თავზეც.

აკლია თუ არა გუნდს ცხრიანი? რამე შეიცვლება გამომდინარე იქიდან, კის ვიტყვი თუ არას? თუ არას ვიტყვი, ხალხი იტყვის, პრობლემის აღიარება არ უნდაო.

თუ დაგეთანხმებით, იტყვიან, ლევანდოვსკი აკლია. დღეს ჩვენი ცხრიანი ჩუპო-მოტინგი იყო, სხვა კლასიკური თავდამსხმელი არ გვყავს.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ მწვრთნელმა.

საინტერესოა, რომ „ბაიერნი" ბუნდესლიგაში ზედიზედ 4 მატჩია ვერ იგებს - გუნდს 3 ფრე და ერთი მარცხი დაუგროვდა.