ავტორიზაცია

უკანასკნელად როდის ვერ გაიტანა ბაიერნმა გოლი ბუნდესლიგის მატჩში?

უკანასკნელად როდის ვერ გაიტანა ბაიერნმა გოლი ბუნდესლიგის მატჩში?
თარიღი 17 სექ 2022, 22:03

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში მრავალმატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა.

მიუნხენური გუნდი სტუმრად „აუგსბურგთან“ 0:1 დამარცხდა და სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

შესაბამისად, „რეკორდმაისტერმა“ გერმანიის ჩემპიონატის მატჩი უგოლოდ 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დაასრულა.

2020 წლის 9 თებერვალს მიუნხენური გრანდი შინ „ლაიპციგს“ დაუპირისპირდა და მატჩი 0:0 დასრულდა. 

„ბაიერნისთვის“ საბედნიეროდ, ის სეზონი გუნდმა საუცხოოდ ჩაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.