ავტორიზაცია

სალიჰამიჯიჩი: "ასეთი თამაშით ბუნდესლიგას ვერ მოვიგებთ, ხასიათი ნულზე გვაქვს"

სალიჰამიჯიჩი: "ასეთი თამაშით ბუნდესლიგას ვერ მოვიგებთ, ხასიათი ნულზე გვაქვს"
თარიღი 17 სექ 2022, 22:10

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ბუნდესლიგის მე-7 ტურის შედეგი შეაფასა.

მიუნხენური გრანდი სტუმრად „აუგსბურგთან“ 0:1 დამარცხდა და მოუგებელი მატჩების სერია 4-მდე გაზარდა (3 ფრე, 1 მარცხი).

„ასეთი თამაშით ბუნდესლიგის მოგების შანსი არ გვაქვს. ხასიათი უბრალოდ ნულზეა.

ვალდებულები ვართ, შემდეგი მატჩი მოვიგოთ.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მატჩში „ბაიერნმა“ გოლი 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა.