მეორე მშრალი მატჩი! - როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში "ვალენსია" "ვიგოს სელტას" დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, 21 წლის მეკარემ ორი ბრწყინვალე სეივი გააკეთა. ეს ქართველისთვის მეორე მშრალად შენახული კარია ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
Sofascore-მ გიორგი მამარდაშვილის თამაში 7.6 ბალით შეაფასა, ეს კი "ღამურების" რიგებში მესამე საუკეთესო შეფასება გახლავთ.