ავტორიზაცია

2015/16-სეზონის ჩემპიონი გავარდება? - ლესტერმა პრემიერ ლიგა კატასტროფულად დაიწყო

2015/16-სეზონის ჩემპიონი გავარდება? - ლესტერმა პრემიერ ლიგა კატასტროფულად დაიწყო
თარიღი 17 სექ 2022, 23:54

2016 წლის პრემიერ ლიგის ჩემპიონი სეზონს საშინლად იწყებს.

დღეს, ბრენდან როჯერსის გუნდმა „ტოტენჰემთან“ 2:6 წააგო და ამრიგად, მარცხი პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-6 შეხვედრაში იწვნია.

7 ტურის შემდეგ, „ლესტერი“, რომელიც 2014/15-ში გავარდნას სასწაულებრივად გადაურჩა და 2015/16-ში ტიტული მოიგო, 1 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

ერთადერთი ქულა „მელიებმა“ „ბრენტფორდთან“ დააგროვეს პირველ ტურში.

„ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ, როჯერსმა აღნიშნა რომ შესაძლო გაშვებას მარტივად ხვდება და ხელმძღვანელობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.