ავტორიზაცია

მბაპე უპირობო ლიდერია - მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ვინაობა გაირკვა

მბაპე უპირობო ლიდერია - მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ვინაობა გაირკვა
თარიღი 18 სექ 2022, 01:13

„პსჟ-ს“ ფორვარდი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

Sportico-ს გამოთვლებით, 2022/23-სეზონში მბაპეს შემოსავალი 125 მილიონ დოლარამდე ააღწევს, საიდანაც 105 მილიონი - ხელფასია, 20 მილიონი კი რეკლამების შემოსავალი.

მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომელიც 113 მილიონი დოლარით გამდიდრდება, 53 მილიონს ის ხელფასის სახით მიიღებს, 60 მილიონს კი - სპონსორებისგან. მესამე ადგილზე ლეო მესია, 110 მილიონი დოლარით (62 ხელფასი და 48 სპონსორებისგან).

ტოპ 10-ის დანარჩენი ნაწილი კი ასე გამოიყურება:

4. ნეიმარი - 91 მილიონი დოლარი (56+35)

5. მო სალაჰი - 39.5 მლნ (24.5+15)

6. ედენ აზარი - 31.3 მლნ (28.6+2.5)

7. ანდრეს ინიესტა - 30 მლნ (23+7)

8. რაჰიმ სტერლინგი - 29.4 მლნ (21.4+8)

9. კევინ დე ბრუინი - 29 მლნ (25.5+3.5)

10. ანტუან გრიზმანი - 27.5 მლნ (22+5.5).

აღსანიშნავია, რომ თანხები მითითებულია გადასახადების გადახდამდე, ანუ ხელზე ფეხბურთელები გაცილებით ნაკლებს აიღებენ.