ავტორიზაცია

"თავიდანვე ასეთი იყო, კარგად მახსოვს, ვენდე და იმედები გამიმართლა", - კახა კაჭარავა კვარაცხელიაზე

"თავიდანვე ასეთი იყო, კარგად მახსოვს, ვენდე და იმედები გამიმართლა", - კახა კაჭარავა კვარაცხელიაზე
თარიღი 18 Sep 2022, 14:33

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ეროვნულ ლიგაში 2017 წელს შედგა.

მაშინ კვარაცხელია "დინამო თბილისის" ფეხბურთელი იყო, "შუქურასთან" ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

GOAL.GE-სთან ინტერვიუში დინამოელთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ხვიჩაზე ისაუბრა.

"კვარაცხელია თავიდანვე ასეთი იყო - შრომისმოყვარე, თავისი საქმის პროფესიონალი და ყოველთვის მაქსიმუმს დებდა.

დინამოს აკადემიიდან რამდენიმე მოთამაშე ამოვწიე, მათ შორის ხვიჩაც და სრულიად დამსახურებულად.

შუქურასთან მატჩში მას ვენდე, შეცვლაზე შევიყვანე და მოლოდინი გამიმართლა, როცა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ვთვლი, რომ კვარაცხელიას ჯერ თავისი შესაძლებლობების 50% აქვს ნაჩვენები, იქაურ გარემოს უკეთ გაუგებს, კარგად ჩაჯდება და კიდევ უფრო ძლიერ კვარაცხელიას ვიხილავთ", - განაცხადა კაჭარავამ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი