ავტორიზაცია

გამოტოვებს თუ არა როისი მუნდიალს? - პირველადი დიაგნოზი ცნობილია

გამოტოვებს თუ არა როისი მუნდიალს? - პირველადი დიაგნოზი ცნობილია
თარიღი 18 სექ 2022, 17:07

დორტმუნდის ბორუსიას კაპიტანი და ლიდერი მარკო როისი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

33 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მე-7 ტურში "შალკესთან" დაპირისპირების პირველივე ნახევარში მძიმე დაზიანება მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

როგორც "ბორუსისას" სპორტული დირექტორი სებასტიან კელი აღნიშნავს, გერმანელს მხოლოდ 3-4 კვირა ვერ ითამაშებს.

"შაბათს ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარკოს მოტეხილობა არ აღენიშნება. ეს არის ტერფის გარე დაზიანება და როისი 3-4 კვირა ვერ ითამაშებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მწყობრში ჩადგომას მალევე მოახერხებს. ",- თქვა კელმა.

აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანელი მუნდიალზე თამაშს შეძლებს.