VIDEO: ჩხეტიანის ეფექტი: ტორპედომ დინამო ბათუმსაც მოუგო და უკვე სამეულშია!
ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ქუთაისის "ტორპედო" "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მერაბ გიგაურმა, მონტიეროს საგოლე გადაცემით გაიტანა.
გუნდს მთავარი მწვრთნელის მისვლა დაეტყო. კახა ჩხეტიანმა უკვე ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო.
მათ თასზე "სპაერსაც" სძლიეს და ეროვნულ ლიგაში უკვე 43 ქულით მესამე ადგილზე არიან.