VIDEO: უკვე ფსკერია, თუ კიდევ შეიძლება სადმე ჩავარდნა? იუვენტუსი სერია ა-ს ახალწვეულთან დამარცხდა
იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად ჩემპიონატის ახალწვეულ „მონცასთან“ დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ „ბრიანტეოზე“ გაიმართა და მასპინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე გიტკიაერმა გაიტანა და ალეგრის გუნდს სერია ა-ში პირველი მარცხიც აგემა.
აღსანიშნავია, რომ ტურინელები მე-40 წუთიდან კაცნაკლულად თამაშობდნენ - პირველი ტაიმის ბოლოსკენ უხეში თამაშისთვის პირდაპირი წითელი ბარათი ანხელ დი მარიამ მიიღო.
7 ტურის შემდეგ „იუვენტუსის“ ანგარიშზე ორად ორი გამარჯვება, 4 ფრე და აწ უკვე ერთი მარცხია, შედეგად გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.