ავტორიზაცია

"ყველა მის დღეში ვართ", - ოლივერ კანმა ნაგელსმანის შესაძლო გაშვებაზე ბაიერნის ოფიციალური პოზიცია დაასახელა

"ყველა მის დღეში ვართ", - ოლივერ კანმა ნაგელსმანის შესაძლო გაშვებაზე ბაიერნის ოფიციალური პოზიცია დაასახელა
თარიღი 18 სექ 2022, 20:13

„ბაიერნის“ დირექტორმა, ოლივერ კანმა, იულიან ნაგელსმანის მომავალზე განცხადება გააკეთა.

მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგაში ბოლო ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო, რაც გუნდს მრავალი წელია არ დამართნია. ამის ფონზე, გახშირდა საუბრები მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის შესაძლო გაშვებაზე.

თუმცა, კანის თქმით, ხელმძღვანელობა ახალგაზრდა სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს:

„ჩვენ იულიანს ბოლომდე ვენდობით. რა თქმა უნდა, ის ანერვიულებულია, ყველა ასეა. მაგრამ, მასში ეჭვი არ გვეპარება.

ზოგ ფეხბურთელს შესაძლოა ეგონოს, რომ ბუნდესლიგა მეორეხარისხოვანი ტურნირია, რაც ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია.“ - ციტირებს კანის სიტყვებს ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.