ფოტო: მოულოდნელი არჩევანი - ბარსელონას მომდევნო სეზონში სრულიად თეთრი ფორმა ექნება, 70-იანი წლების ლოგოთი
„ბარსელონამ“ მომდევნო სეზონის გასვლითი ფორმისთვის მოულოდნელი ფერი შეარჩია.
2023/24-სეზონში კატალონიელთა გასვლითი ფორმა მთლიანად თეთრი იქნება. კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და დირექტორთა საბჭომ ეს ვარიანტი დააკმაყოფილეს.
გარდა ამისა, ფორმაზე გამოყენებული იქნება რეტრო-ლოგო, რომელიც 70-იანი წლების სტილში იქნება დახატული.
უკანასკნელად, მთლიანად თეთრი ფორმა „ბარსელონამ“ 1977/78-სეზონში გამოიყენა, 70-იან წლებამდე „ბლაუგრანა“ თეთრ ფერს რეგულარულად იყენებდა გასვლითი ფორმებისთვის.