ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ჩელსის ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება, რომელმაც უამრავი ვარსკვლავი აღმოაჩინა

შეთანხმება მიღწეულია - ჩელსის ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება, რომელმაც უამრავი ვარსკვლავი აღმოაჩინა
თარიღი 18 სექ 2022, 21:29

ახალ მწვრთნელთან ერთად, „ჩელსის“ ახალი სპორტული დირექტორიც ეყოლება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა კრისტოფ ფროინდთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს პერიოდში, ის „ჩელსიში“ საპატიო თანამდებობაზე დაინიშნება.

„ზალცბურგს“ ამის შესახებ უკვე შეატყობინეს და უახლოეს პერიოდში, კლუბების შეთანხმებაც იქნება მიღწეული.

„ჩელსის“ ამერიკელ მფლობელს სურდა, სწორედ ფროინდი დანიშნულიყო სპორტულ დირექტორად და მათ ერთად ახალი პროექტი წამოიწყონ.

ფროინდი თავის საქმიანობაში ცნობილი და წარმატებულია, სწორედ მისი მეთაურობით მივიდნენ „ზალცბურგში“ ისეთი მომავლის ვარსკვლავები, როგორებიც ჰოლანდი, მანე, კეიტა, უპამეკანო და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ სექტემრის დასაწყისში, ლიგაზე პირველი მატჩის წაგების შემდეგ, „ჩელსიდან" თომას ტუხელი ოფიციალურად გაუშვეს და მის ნაცვლად ინგლისელი გრემ პოტერი დაინიშნა.