ავტორიზაცია

VIDEO: ბრწყინვალე მატჩი და მორიგი გამარჯვება - ხვიჩა და ნაპოლი ვერც იტალიის ჩემპიონმა შეაჩერა

თარიღი 19 სექ 2022, 00:42

სერია ა-ს მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ სტუმრად „მილანს“ მოუგო.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 55-ე წუთზე მატეო პოლიტანომ გახსნა, როცა ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი აქცია გოლად.

69-ზე ტეო ერნანდესმა ოლივიე ჟირუს ცარიელ კარში გაატანინა და ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ნეაპოლელებმა 78-ე წუთზე მარიო რუის ჩაწოდებით ჯოვანი სიმეონემ გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება გაუფორმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 87 წუთი გაატარა და პირველ გოლზე გადამწყვეტი როლი შეასრულა - როგორც გითხარით, პენალტი მოიპოვა.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ 17 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაფუძვნდა - ამდენივე ქულა აქვს „ატალანტასაც“, თუმცა ნეაპოლელები წინ ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე არიან.