ავტორიზაცია

VIDEO: პსჟ-მ ლიონს სტუმრად ლეო მესის გოლით მოუგო და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა

თარიღი 19 სექ 2022, 00:43

ფრანგული ლიგა 1-ს მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში „პსჟ-მ“ სტუმრად „ლიონი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ოლიმპიკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ნეიმარის პასით ლეო მესიმ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება გაუფორმა.

ამრიგად, „პსჟ-მ“ 22 ქულა დააგროვა, „მარსელის“ ფრით ისარგებლა და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, „ლიონი“ კი 13 ქულით მე-6 პოზიციაზეა.