ავტორიზაცია

VIDEO: მადრიდი თეთრია, პრინციპში როგორც ყოველთვის - რეალის იდეალური სვლა ვერც ატლეტიკომ შეაჩერა

თარიღი 19 სექ 2022, 01:20

ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ დედაქალაქურ დერბიში „ატლეტიკოს“ მოუგო.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„რეალის“ რიგებში გოლები მე-18 და 36-ე წუთებზე როდრიგომ და ფედე ვალვერდემ გაიტანეს, „ატლეტიკომ“ კი 83-ე წუთზე ერმოსოს კურიოზული, მხრით გატანილი გოლით უპასუხა.

რამდენიმე წუთში, ერმოსო ანტიგმირადაც იქცა, როცა 2 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

„რეალს“ კი დარჩენილ დროში გამარჯვებამდე საქმის მიყვანა არ გასჭირვებია და გუნდი ლა ლიგაში იდეალურ სვლას აგრძელებს.

6 მატჩი - 6 გამარჯვება, ასეთია „რეალის“ შედეგები ამ სეზონში, რის ხარჯზეც გუნდი 18 ქულით ცხრილს ლიდერობს და „ბარსელონას“ 2 ქულით უსწრებს.