რა გააკეთა სპალეტიმ პირველი გასახდელში, მილანთან მოგების შემდეგ?
იტალიის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.
ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ დისკვალიფიკაციის გამო მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.
მატჩის შემდეგ კომენტარი მისმა ასისტენტმა მარკო დომენიკინიმ გააკეთა.
"რა ქნა სპალეტიმ საფინალო სასტვენის შემდეგ? რა თქმა უნდა, მან გამარჯვება ყველას მიულოცა.
თუმცა პირველ რიგში, ნაპოლის რამდენიმე ფეხბურთელთან მივიდა და შენშვნას აძლევდა, რომ მისი დავალება სათანადოდ ვერ შეასრულეს", - განაცხადა სპალეტის ასისტენტმა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი