ზედიზედ მეორე ტურში - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში "ვალენსია" "ვიგოს სელტას" დაუპირისპირდა.
შეხვედრას მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, 21 წლის მეკარემ ორი რთული ბურთი მოიგერია.
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ MARCA-მ მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.