უარი რუსეთის ნაკრებს - მოსკოვის დინამოს მცველი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
მოსკოვის "დინამოს" ფესიბუქ გვერდის ცნობით, გუნდის მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვური გუნდი წერდა, რომ საზანოვს რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში უხმეს. თუმცა, ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
მოსკოვური გუნდის ცენტრალურ მცველი სანკტ პეტერბურგსი დაიბადა, მას მამა რუსი ჰყავს, დედა კი ქართველი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კარიერას "ზენიტის" აკადემიაში იწყებდა და 2020/21 წლების სეზონში ძირითად გუნდშიც ითამაშა. ამას მოსკოვის "დინამოში" ტრანსფერი მოჰყვა, მიუხედავად მისი ასაკისა საზანოვმა რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 8 შეხვედრა ჩაატრა.