ავტორიზაცია

ლა ლიგამ ატლეტიკოს ქომაგების წინააღმდეგ სახელმწიფოებრივ კომისიაში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა

ლა ლიგამ ატლეტიკოს ქომაგების წინააღმდეგ სახელმწიფოებრივ კომისიაში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა
თარიღი 19 სექ 2022, 21:41

ლა ლიგა „ატლეტიკოს“ ქომაგების წინააღმდეგ, რომლებიც ვინისიუსს გუშინდელ მატჩში აყენებდნენ შეურაცხყოფას, სარჩელს შეიტანს.

მატჩის დაწყებისას, „ვანდა მეტროპოლიტანოსთან“ შეკრებილი ქომაგები ერთხმად სკანდირებდნენ: „ვინისიუს, შენ მაიმუნი ხარ, ვინისიუს, მოკვდი.“

როგორც წესი, ლა ლიგა გულშემატკივართა შეძახილებს არ ასაჩივრებს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივ კომისიას ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიის და სპორტში მოუთმენლობის კუთხით მიმართა.

თუ ინციდენტის გადახედვის შედეგად კომისია „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, ამას დიდი ალბათობით ეკონომიკური ხასიათი ექნება და არა სპორტული. ანუ ალბათობა იმისა, რომ მომდევნო შეხვედრებს „ატლეტიკო“ დახურულ სტადიოზნე ჩაატარებს, დაბალია.

„რეალმა“ სტუმრად თანაქალაქელებს 2:1 მოუგო როდრიგოს და ვალვერდეს გოლებით.