ავტორიზაცია

ბარსელონამ მომავალ ზაფხულს შესაძლოა ასენსიოს გადაბირება სცადოს

ბარსელონამ მომავალ ზაფხულს შესაძლოა ასენსიოს გადაბირება სცადოს
თარიღი 19 სექ 2022, 21:50

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გუნდი 26 წლის ფეხბურთელს აკვირდება და არაა გამორიცხული, მისი გადაბირება მომავალ ზაფხულს უფასოდ სცადოს, როცა მარკოს „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

„ბლაუგრანაში“ ფიქრობენ, რომ ასენსიო საუკეთესო საფეხბურთო ასაკშია, ასევე აფასებენ მის უნივერსალურობასაც. „ბარსაში“ მარკო დაღვინებულ და ჭკვიან ფეხბურთელად მიაჩნიათ, რომელსაც მთელი კარიერა ჯერ კიდევ წინ აქვს.

თავის მხრივ, „რეალი“ ამ ზაფხულს არ იყო ასენსიოს გაყიდვის წინააღმდეგი, რათა გაისად უფასოდ არ დაეკარგა, თუმცა ფეხბურთელს სარფიანი შემოთავაზება არ მიუღია.