ავტორიზაცია

"ვიცი, რატომ დაარტყა პენალტი პოლიტანომ და არა კვარაცხელიამ", - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

"ვიცი, რატომ დაარტყა პენალტი პოლიტანომ და არა კვარაცხელიამ", - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 20 Sep 2022, 13:35

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში პენალტი მოიპოვა, რომელიც პოლიტანომ ზუსტად შეასრულა.

"კვარაცხელია ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელთან თანამშრომლობასაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა.

ვიცი, რომ დაარტყა მის მიერ მოპოვებული პენალტი პოლიტანომ. რეინჯერსთან 2 გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, პოლიტანომ ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და პენალტი გაიტანა.

ამ გოლის შემდეგ კი მილანთან ყველაზე თავდაჯერებული იყო და ამიტომ აიღო კვლავ თავის თავზე ეს პასუხისმგელბობა", - განაცხადა "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარსოლინმა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი