ავტორიზაცია

"ჩვენთან დიდ ტურნირებზე ითამაშებდა, იქ კი ჩურჩხელას შეჭამს "- სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი საზონოვზე

"ჩვენთან დიდ ტურნირებზე ითამაშებდა, იქ კი ჩურჩხელას შეჭამს "- სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი საზონოვზე
თარიღი 20 Sep 2022, 18:06

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩევრიჩენკომ საბა საზონოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი განაცხადებით, რომ საბა საზონოვს შეეძლო რუსეთის ნაკრებთან ერთად დიდ სანაკრებო ფორუმებზე ეთამაშა, საქართველოს ნაკრებში კი ამის შესაძლებლობა არ ექნება.

"თუ მხოლოდ შესარჩევ ეტაპეპზე სურს თამაში, მაშინ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა. ვფიქრობ, ეს სიგიჟე 2-3 წელში დასრულდება და საერთაშორისო ტურნირებზე დავბრუნდებით. ჩვენს ნაკრებთან ერთდ საზონოვს ევროპის ჩემპიონატის და მუნდიალის თამაში შეეძლო. საქართველოში ამას ვერასდროს იზავს.

საქართველო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს? რომელ ტურნირსაც უნდა იმას უმასპინძლონ. ნუთუ მას ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატზე თამაში სჭირდებოდა? ჩვენი ახალგაზრდული გუნდები დიდ წარმატებას აღწევენ და ეს არავის ახსენდება. 

თუ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა, დაე, ითამაშოს. 2 წლის შემდეგ ჩვენი გუნდები დიდ ტურნირებზე ითამაშებენ, ის კი ჩურჩხელას შეჭამს და ტუჩებს აილოკავს. ",- თქვა  ჩევრიჩენკომ