ავტორიზაცია

რუდიგერი: "გულწრფელი ვიქნები - რაც ანჩელოტიმ გააკეთა, არცერთ მწვრთნელთან, არასდროს არ გადამხდენია“

რუდიგერი: "გულწრფელი ვიქნები - რაც ანჩელოტიმ გააკეთა, არცერთ მწვრთნელთან, არასდროს არ გადამხდენია“
თარიღი 20 სექ 2022, 22:05

მადრიდის „რეალის“ მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, კარლო ანჩელოტისთან დაახლოვების მომენტი გაიხსენა.

„ახალ სახლში რამდენიმე საათის გადასული ვიყავი, ოჯახთან ვატარებდი დროს, ეზოში ბარბექიუს ვამზადებდით, რა დროსაც კარზე ზარი დაირეკა.

კარი გავაღე და წინ მდგომი კარლო ანჩელოტი შემეგება. ის შემოვიდა, ჩვენთან ერთად სუფრაზე დაჯდა, საჭმელიც მიირთვა და ოჯახი გაიცნო. ძალიან მშვიდად, ძალიან გაწონასწორებულად.

ჩემთან სახლში ორი საათით გაჩერდა, ყველაფერზე ვილაპარაკეთ. გულწრფელი ვიქნები, არასდროს გადამხდენია მსგავსი რამ, არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია მსგავსიც კი არაფერი.

მასთან გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, შემიძლია ვთქვა: როცა საქმე ფეხბურთელებთან ურთიერთობას ეხება, ანჩელოტი არის შეუდარებელი.“ - აღნიშნა გერმანელმა მცველმა.

რუდიგერი „რეალს“ ამ ზაფხულს „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.