ავტორიზაცია

ნაგელსმანი დამნაშავე არ არის - ბაიერნის ხელმძღვანელობამ წარუმატებლობების მიზეზი დაადგინა

ნაგელსმანი დამნაშავე არ არის - ბაიერნის ხელმძღვანელობამ წარუმატებლობების მიზეზი დაადგინა
თარიღი 20 Sep 2022, 22:08

მიუნხენის „ბაიერნის“ უფროსობა იულიან ნაგელსმანის მუშაობას ლოიალურად უდგება.

კლუბის ხელმძღვანელობა მივიდა იმ აზრამდე, რომ მწვრთნელი გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მთავარი მიზეზი არ არის. The Athletic-ის ინფორმაციით, ცუდი შედეგები ფეხბურთელების, უფრო სწორედ მათი საქმისადმი აპათიური დამოკიდებულების ბრალია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ორ ტურში გამარჯვებით, ნაგელსმანმა თავი უსაფრთხო მდგომარეობამდე მიიყვანა, შესაბამისად მას გათავისუფლება როგორც მინიმუმ უახლოეს პერიოდში არ ემუქრება.

ამ ეტაპზე, ნაგელსმანის გაშვება და თომას ტუხელის მოყვანა, რაზეც ბოლო დროს იწერება, ნაკლებად არის სავარაუდო, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ, კიდევ ორი წარუმატებელი მატჩი და ახალგაზრდა სპეციალისტის სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

7 ტურის შემდეგ „ბაიერნმა“ 21 შესაძლოდან მხოლოდ 12 ქულა აიღო და ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.