ავტორიზაცია

დი მარია ორი მატჩით დაისაჯა და იუვენტუსს უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარება

დი მარია ორი მატჩით დაისაჯა და იუვენტუსს უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარება
თარიღი 20 სექ 2022, 22:20

არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია სერია ა-ს ორი მატჩით დაისაჯა.

დი მარიას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო გამოუწერეს, რომ „მონცასთან“ 0:1 წაგებულ შეხვედრაში, არმანდო იცოს იდაყვი კუჭის არეში ჩაარტყა და პირდაპირი წითელი ბარათი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიიღო.

ამრიგად, დი მარია „იუვენტუსს“ „ბოლონიასთან“ (2 ოქტომბერს) და „მილანთან“ (8 ოქტომბერს) გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

ეს სეზონი ტურინელებმა ცუდად დაიწყეს - გუნდა 7 ტურში 2 გამარჯვება, 4 ფრე და ერთი მარხი აქვთ.