ავტორიზაცია

"ბევრად მეტი წუთის იმედი მქონდა, მაგრამ მწვრთნელი სხვებს ირჩევს", - ბაიერნის ახალწვეულმა უკმაყოფილება ვერ დამალა

"ბევრად მეტი წუთის იმედი მქონდა, მაგრამ მწვრთნელი სხვებს ირჩევს", - ბაიერნის ახალწვეულმა უკმაყოფილება ვერ დამალა
თარიღი 20 სექ 2022, 22:23

„ბაიერნის“ ახალგაზრდა ახალწვეულმა, რაიან გრავენბერხმა, რომელიც გუნდს გასულ ზაფხულს „აიაქსიდან“ შეუერთდა, სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოხატა.

„სიმართლე გითხრათ, ასეა. თამაში მინდა, მაგრამ მწვრთნელი სხვა ფეხბურთლებს ირჩევს. ეს უნდა მივიღო, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ არის. იმედი მქონდა, რომ გაცილებით მეტ წუთს ჩავატარებდი, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო.

შესაძლოა, მწვრთნელმა ბევრად მეტი დრო სანაკრებო პაუზის შემდეგ მომცეს. „ბაიერნში“ ყოფნის უმეტეს დროს დე ლიგტის და მაზრაუის კომპანიაში ვატარებ, ერთად ხშირად ვართ.

უნდა აღვნიშნო, რომ თომას მიულერი გუნდში ნამდვილად დიდებულ ატმოსფეროს ქმნის.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

„აიაქსიდან“ „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ გრავენბერხმა 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა მხოლოდ ერთი დაიწყო სასტარტოდან.