ავტორიზაცია

ბრეიტვეიტი: "მეღიმება იმაზე, რაც ბარსელონაში კულისებს მიღმა ხდებოდა"

ბრეიტვეიტი: "მეღიმება იმაზე, რაც ბარსელონაში კულისებს მიღმა ხდებოდა"
თარიღი 20 Sep 2022, 22:32

მარტინ ბრეიტვეიტმა „ბარსელონადან“ წასვლაზე ისაუბრა.

1 სექტემბერს დანიელმ „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ესპანიოლში“ გადავიდა.

„არ ვიცი, აღვიქვამდი თუ არა ამ ყველაფერს დაშინებად. მაგრამ მგონია, რომ სხვა ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ფიქრი ყოველთვის საჭიროა.

ვიცი, როგორც არის ყველაფერი მოწყობილი ამ სამყაროში. ფეხბურთი - მათ შორის ბიზნესიც არის. მაგრამ სამწუხაროდ, გარკვეული გამოცდილება მაქვს, რაც ყოველთვის მაძლევს ამ მომენტებზე ემოციურად რეაგირების საშუალებას. შეიძლება გამეღიმოს იმაზე, რაც კულისემს მიღმა ხდებოდა.

წინა სეზონში ტრავმის მიღებამდე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. შემდეგ კი, მწვრთნელი შეიცვალა, რომელიც სხვა რაღაცას ითხოვდა, ესეც ფეხბურთის ნაწილია. მაგრამ დავამტკიცე, რომ „ბარსელონაში“ თამაში შემეძლო დიდი ხანია ვიცი, რომ მწვრთნელს ჩემი არ სჯერა და გუნდი უნდა დავტოვო.

ამიტომაც მქონდა მხოლოდ ერთკვირიანი შვებულება. საკუთარი ფიზმომზადების მწვრთნელი აშშ-ში თან გავიყოლე და დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი. თითქმის ერთ საწოლში გვეძინა, რაც ჩემი ცოლის უკმაყოფილებას იწვევდა. მას შემდეგ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, რომ ახალ გუნდში სულ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო.“ - აღნიშნა ბრეიტვეიტმა.