ავტორიზაცია

"ამის დრო ახლა არ მაქვს", - ვარსკვლავების აღმომჩენი დირექტორი ჩელსიში აღარ დაინიშნება

"ამის დრო ახლა არ მაქვს", - ვარსკვლავების აღმომჩენი დირექტორი ჩელსიში აღარ დაინიშნება
თარიღი 20 სექ 2022, 22:56

„ზალცბურგის“ დირექტორი კრისტოფ ფროინდი „ჩელსიში“ არ დაინიშნება.

სპეციალისტის ლონდონურ გუნდში დანიშვნა ძალიან ახლოს იყო, იმ დონეზე, რომ ფაბრიციო რომანომ გარიგებას თავისი ცნობილი here we go-ც დააწია, თუმცა საბოლოოდ „ჩელსიმ“ ავსტრიულ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

„როგორც ინტერვიუში დავადასტურე, ჩემით „ჩელსი“ ინტერესდებოდა. ასეთი დიდი კლუბის ინტერესი საამაყოა როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად „ზალცბურგისთვის“, მაგრამ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ „რედ ბულში“ თავს გაცილებით უკეთ ვიგრძნობ და ცვლილებების დრო ამჟამად არ არის.

ახლა დაძაბული ეტაპი მაქვს, რთული ამოცანები უნდა შევასრულო ავსტრიის ბუნდესლიგაში, თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე - სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული.“ - აღნიშნა ფროინდმა.

ცნობისთვის, სწორედ ამ სპეციალისტის აღმოჩენილია ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, დაიო უპამეკანო, სადიო მანე, ტაკუმი მინამინო და სხვები არიან.