ავტორიზაცია

ბრუნო: "რანგნიკი კარგი მწვრთნელია, მაგრამ იუნაიტედში მის წარუმატებლობას ერთი მიზეზი აქვს"

ბრუნო: "რანგნიკი კარგი მწვრთნელია, მაგრამ იუნაიტედში მის წარუმატებლობას ერთი მიზეზი აქვს"
თარიღი 20 სექ 2022, 23:46

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, გუნდში რალფ რანგნიკის მუშაობა შეაფასა.

გერმანელი სპეციალისტი „იუნაიტედში“ 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მაისამდე მუშაობდა.

„რალფი გუნდში ინტენსიური თამაშის და პრესინგის სურვილით მოვიდა, ამას ის გერმანიაში მიეჩვია. თუმცა, ჩვენთან ამან გასახდელში არსებული ატმოფეროს გამო არ იმუშავა: თავდაჯერება პრაქტიკულად არ გაგვაჩნდა, ყველა დათრგუნული იყო.

როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, მოედანზე გასვლაც კი რთული ხდება. რალფი არაფერ შუაშია, ის მთელი ძალებით ცდილობდა.

ის კარგი მწვრთნელია კარგი იდეებით, მაგრამ ისინი ყველას არ უხდებოდა. საქმე იმაშია, რომ გუნდი მთლიანად სოლსკიაერის და მისი ხედვების მიხედვით იყო აწყობილი.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.